“თქვენ ძალიან ბევრს აკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო უფრო ბედნიერი იყოს”

ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები საქართველოში დღეს ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ.
მარნეულში ამ დროისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი იმყოფებიან.
პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. „თქვენ ძალიან ბევრს აკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო უფრო ბედნიერი იყოს. ძალიან ბევრს შრომობთ, თქვენი ნიჭიერება და შრომისუნარიანობა ჩანს და ამას ყველა ხედავს და ცდილობს, ხელი შეუწყოს თქვენს მუშაობას და კარგად ყოფნას. დღეს ახლის დაწყების დღეა, გაზაფხულია. იცოდეთ, რომ მე ამ დღესაც ისევე როგორც ყოველი დღე, ვარ თქვენთან ერთად ბედნიერი საქართველოსთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ, ბედნიერები იყავით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები