ირმა ინაშვილი: სულ რომ თავ-ყბა დაიხიონ, 5000 კაცზე მეტს ვერ გამოიყვანენ

ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციას ეხმაურება.
როგორც ინაშვილი წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ აქციაზე მაქსიმუმ 5000 კაცზე მეტს ვერ მიიყვანს.
ინაშვილი ასევე წერს, რომ „ქართული ოცნება“ ასულდგმულებს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, რომ ურთიერთობის ეს რეჟიმი ორივე პოლიტიკური ძალისთვის ხელსაყრელია.
„სტატუსებს ვკითხულობ, ადამიანებს უხარიათ, – ხვალ ცუდი ამინდია და ნაცისტები მომხრეებს ვერ შეკრებენო. მეგობრებო, დამიჯერეთ, ეს მარგინალები მომხრეებს მზიან ამინდშიც ვერ გამოიყვანენ. აღარ დარჩათ მომხრეები. არავის უნდა მკვლელებისა და მანიაკების გვერდით დგომა. სულ რომ თავ-ყბა დაიხიონ, 5000 კაცზე მეტს ვერ გამოიყვანენ. აგერ- თქვენ და აგერ- მე… ასე რომ, სულ დაიკიდეთ წვიმს, თუ მზეა… მაგათი საქმე წასულია და კიდევ უფრო ადრე წავიდოდა, – “ოცნება” რომ არ ჰბერავდეს მაცოცხლებელ სულს. ოპონენტად მკვლელი ჯობია წესიერ კაცს. ლოგიკა მარტივია. ჰოდა, თან, ებრძვიან და თან, აცოცხლებენ ერთმანეთს. რეალურად ორივეს ურთიერთობის ეს რეჟიმი აწყობს. სამწუხაროდ” , – წერს ირმა ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები