თბილისში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
თბილისში დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ღონისძიებას, რომელსაც ეწოდება “მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან”, დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდება, მათ შორის იქნება სხვადასხვა უნივერსიტეტიც. აღსანიშნავია, რომ ვაკის პარკთან, 4 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება, ღონისძიებაში მონაწილეობა ნებმისმიერ ადამიანს შეუძლია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წლის 10 ნოემბერს, 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ.