ძაღლთა უფლებების დაცვის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება

ძაღლთა უფლებების დაცვის მოთხოვნით თბილისში 4 აპრილს აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალური ქსელში წერენ, მსვლელობა მეტრო “რუსთაველთან” დაიწყება და მოქალაქები აქციას საკუთარი ძაღლებით შეუერთდებიან. აქციაში მონაწილეობის სურვილი უკვე 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა.
“დღესდღეობით საქართველოში მიუსაფარ და არა მარტო მიუსაფარ ცხოველთა მდგომარეობა არის უმძიმესი, რადგან არ არსებობს ნორმალური კანონები, რაც მათ დაიცავს. სახელმწიფო, ნაცვლად მათი დაცვისა, ატარებს პოლიტიკას, რომ ადამიანები დაიცვას ცხოველებისგან, რაც დაუშვებელია. ყოველდღე ვიგებთ ახალ-ახალი დანაშაულებების შესახებ, რომელთა ჩამდენნიც არ დასჯილან. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს!” – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები