„კომედი შოუს” წამყვანები ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად საბერძნეთის რესტორანში (ფოტო-ვიდეო მასალა)

უფლებადამცველი ზურაბ ქადაგიძე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის იუმორისტული გადაცემის „კომედი შოუს“წამყვანების ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს, რომლებიც  ე. წ. კანონიერ ქურდებთან ერთად საბერძნეთშია გადაღებული.
ფოტო და ვიდეოკადრები საბერძნეთის ერთ-ერთ რესტორანში, „ბიზანტიოში“ არის გადაღებული. როგორც ვიდეომასალაში ჩანს, „კომედი შოუს’’ წამყვანები ვასო ფხაკაძე, ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად რესტორანში მყოფ ერთ-ერთი პირის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
კადრებში ფიგურირებენ  ე.წ. კანონიერი ქურდი ოთარ დევნოზაშვილი, მეტსახელად „პაპუნა“, ე.წ. კანონიერი ქურდი ვალერიანე ხარებავა, მეტსახელად „დათო ჩერეპახა სამტრედსკი’’, ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან ცინცაძე, მეტსახელად „ლევან ტბილისკი’’, ე.წ. კანონიერი ქურდი აბესალომ პაპიაშვილი, მეტსახელად „ბესო’’, ე.წ. კანონიერი ქურდი ვალერიან  ჯავახაძე, მეტსახელად „ვალერი ქუთაისკი’’, ე.წ. კანონიერი ქურდი ირაკლი ლეჟავა, მეტსახელად„ლაზარე’’, ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძე, მეტსახელად „თავა’’.

წყარო: “რეპორტიორი”

16893_10152811414989779_353829036486284954_n

11082542_10152811414814779_4192620584878728797_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები