სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მხილება – რუსთაველზე ფილმის ჩვენება გაიმართება

რუსთაველის გამზირზე დღეს დოკუმენტური ფილმის – „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკის“ ჩვენება გაიმართება.
როგორც “კვირას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა გია სალუქვაძემ განუცხადა, ფილმში სხვადასხვა დროს ტელევიზიებით გასული კადრებია შესული, საუბარია შვიდ ნოემბერზე, 26 მაისზე.
სალუქვაძის თქმით, ფილმის ჩვენება პარლამენტის წინ დამონტაჟებული მონიტორის საშუალებით მოხდება და დასწრება თავისუფალი იქნება.
“საზოგადოებას ჩვენ წარვუდგენთ იმ ბანერებს და ფილმს, რომელის ჩვენებაც ევროპარლამენტში უკვე მოვაწყვეთ, ფილმის ჩვენება პარლამენტის წინ დამონტაჟებული მონიტორის საშუალებით მოხდება და დასწრება თავისუფალი იქნება. ამით ჩვენ გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ თუ რას ემსახურებოდა სააკაშვილის რეჟიმი და რამდენი სისასტიკე ჩაიდინა მისმა გუნდა ამ წლების განმავლობაში. ეს იყო ჩვენი უახლოესი წარსულის ობიექტური და სამწუხარო რეალობა“, -განუცხადა “კვირას“ გია სალუქვაძემ.
რაც შეეხება ფილმის ჩვენებაზე არასრულწლოვნების დასწრების საკითხს, სალუქვაძე აცხადებს, რომ ფილმი სხვადასხვა ტელეეთერით გასული კადრებისგან შედგება შესაბამისად საგანგაშო არაფერია. „ეს მასალები,რომელიც ფილმშია გამოყენებული არაერტხელ გასულა ტელევიზიებით, საზოგადოებას წარვუდგინოთ ფილმი იმ ბანერებს განვათავსებთ რომლებიც უცხოეთში გვქონდა მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებისთვის მის ორგანიზაციას დედაქალაქის მერიიდან ნებართვა აღებული აქვს. ფილმის ჩვენება 17:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის შესახებ ფილმი “სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა” მიმდინარე წლის იანვარში უკვე წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები