ექსპერტი „ნაციონალების” გეგმას ასაჯაროვებს: გადაწყვეტილი აქვთ, ვინ უნდა მოკლან…

„ნაციონალურ მოძრაობას” 21 მარტის აქციისთვის გაწერილი აქვს გეგმა, თუ რა სახის არეულობა უნდა მოაწყონ. ამის შესახებ საგაზეთო ინტერვიუში სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი საუბრობს.
მისივე თქმით, „ნაციონალებს” გადაწყვეტილი აქვთ, თუ ვინ უნდა დაიჭრას აქციაზე, ან ვინ უნდა მოკლან. „ნაცმოძრაობის” ლიდერები ამბობენ, თითქოს ეს არის საქართველოს მოსახლეობის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ უნიათოა მთავრობა, საქართველოს ეკონომიკა დაეცა, ლარი გაუფასურდა, პოლიტიკური კურსი შეიცვალა და ა.შ. – ეს ყველაფერი არის ზღაპრები! ნოემბერში ვითომ ანექსიასთან დაკავშირებით ცდილობდნენ ხალხის გამოყვანას, ახლა ეს დაუდეს სარჩულად. 21 მარტს საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ემზადება სერიოზული სისხლისღვრისთვის და ამიტომ სჭირდებათ ხალხმრავლობა. უკრაინაში, სააკაშვილის მიერ „ნაციონალების” შტაბში დაიგეგმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბინძური და სისხლიანი პროვოკაციები. გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, გია ბარამიძე – ესენი არიან ის ხელმძღვანელები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ 21 მარტიის აქციას, დანარჩენ „პეშკებზე” არ მაქვს საუბარი, გაბაშვილზე, წიკლაურზე და დანარჩენ „შნირებზე”. გაწერილი აქვთ გეგმები, ვთქვათ, აქციის დროს სად უნდა მოხდეს და რა მიმართულებით შეხლა-შემოხლა, ამას როგორ უნდა მოჰყვეს სიღრმისეულად დაპირისპირება, ამ დროს ვინ უნდა დაიჭრას მსუბუქად ან ძლიერად, ვინ უნდა მოკლან”, – აცხადებს წითელაშვილი “საერთო გაზეთთან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები