თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
“თელასის” ცნობით, საბურთალოს რაიონში ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში ძალოვანი ტრანსფორმატორის შეცვლის გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის ხევის, ნინო ჩხეიძის, სანთლის და ხეთაგუროვის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველოს დასახლების I და II ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში სარეზერვო ქსელის მოწყობის მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირისა და ძმები გარიშვილების ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.