ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის, ჯორჯ თაუნისა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტების მაგისტრანტებს შეხვდა

წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტები საქართველოში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ-პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის, ჯორჯ თაუნისა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტების მაგისტრანტებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ევროინტეგრაციის საკითხები. სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრისგან მოისმინეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე. შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სტუდენტებმა მოისმინეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და მიუხედავად ამისა, რა წარმატებას მიაღწია. ერთ-ერთი მთავარი მესიჯი პრემიერ-მინისტრისგან იყო ის, რომ სასურველია მეტი ამერიკული და საერთაშორისო ორგანიზაციები და წარმომადგენლობა იყოს საქართველოში, რაც დაეხმარება ქვეყანას წინსვლაში”,- განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სტუდენტები, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტებში სახელმწიფო მართვის სპეციალობას ეუფლებიან, საქართველოში სამი დღით იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ, როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები