რა გადახდა თავს რომან გოცირიძეს ვაშინგტონში (ვიდეო)

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი რომან გოცირიძე ვაშინგტონში თურქულ-ამერიკულ ფორუმზე იმყოფება. როგორც რომან გოცირიძე ამბობს, ფორუმის საზეიმო გახსნის ცერემონიალზე კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. თუ რა გადახდა თავს რომან გოცირიძეს, ამას თავად გვიამბობს:
„კურიოზული და მეტად სახალისო ამბავი მოხდა დღეს ვაშინგტონში თურქულ-ამერიკული ფორუმის საზეიმო გახსნაზე. ოცამდე სენატორი და კონგრესმენი გამოვიდა მისასალმებელი სიტყვით. მათ შორის იყო კორეული წარმოშობის კონგრესმენი კალიფორნიიდან მაიკლ ჰონდა. რომ გაიგო, რომ ქართველი ვიყავი, უცბად, ვიღაცას დაუწყო დარბაზში ხმამაღლა ძახილი. თურმე მის თანაშემწეს უხმობდა. მიიყვანა ასევე კორეული შესახედაობის გოგონა ტრიბუნასთან და უთხრა: მიმართე დარბაზს ქართულ ენაზე და მოუყევი, რა მაგარია საქართველო და როგორ გიყვარსო. დაიწყო მარა, რა დაიწყო. თვითონ თარგმნიდა იქვე თავის სიტყვებს. დახოცა დარბაზი სიცილით. თურმე 2004-2005 წლებში გურიის სოფელში, უმუშავია გაეროს მშვიდობის კორპუსში. დღეს კონგრესმენის თანაშემწეა საკანონმდებლო საკითხებში. უეცრად გაპოპულარულებულმა, როცა სავიზიტო ბარათები დაარიგა, ორ ენაზე ეწერა, ინგლისურად და ქართულად…“ – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

11072246_921617574527403_1804786472_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები