ირაკლი ლექვინაძე: კარგად მაქვს გაცნობიერებული სახელმწიფო სამსახურის სირთულე და პასუხისმგებლობა

ირაკლი ლექვინაძე, რომელც თბილისის მერის მოადგილის პოზიციას დაიკავებს, მხარდამჭერებს მადლობას უხდის. განცხადებას დავით ნარმანიას მომავალი მოადგილე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოლოცვებისთვის და კეთილი სურვილებისთვის, ყველა თქვენი სიტყვა ჩემთვის დიდი მხარდაჭერაა.
ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული სახელმწიფო სამსახურის სირთულე და პასუხისმგებლობა, ამასთანავე ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევაა.
განსაკუთრებით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას–მედიას, ბიზნეს პარტნიორებს, საექსპერტო წრეებს წლების მანძილზე გვერდით დგომისთვის და საინტერესო თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს ახალ პოზიციაზე ჩვენი თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება”, – წერს ლექვინაძე ფეისბუქში.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობის წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის ვიცე-მერად დიმიტრი ქუმსიშვილის, თბილისის მერის მოადგილედ კი ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურები მოიწონა.
დღესვე დეპუტატებმა ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის, მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე პატაა ჯაჭვლიანის, ხოლო ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი გურგენიძის კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.
დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა მუშაობას ხვალიდან შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები