18 მარტი

 11:00
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გია სალუქვაძე, რომელმაც სამეგრელოში სკოლის მოსწავლეებს სააკაშვლის რეჟიმთან დაკავშირებული ძალადობის ამსახველი ფილმი აჩვენა, საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მისი მისამართით არსებულ ბრალდებებს და კითხვებს უპასუხებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

11:30

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გიორგი ახვლედიანი და მამუკა კაციტაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: მემორანდუმი, რომელიც 12-მა არასაპარლამენტო სუბიექტმა დავით უსუფაშვილს წარუდგინეს და ხელი მოეწერა; ასევე, შეიცვლება თუ არა საქართველოს კონსტიტუცია რა ინტერესები აქვს „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

11:30

“პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველები ალექსანდრე ახალკაცი, მამუკა ტუსკაძე და გრიგოლ გაგნიძე, არასამთავრობოების მიერ ქალთა №5 დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგებს გააცნობენ საზოგადოებას. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“რეპორტიორის“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი ანა კიკნაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენების სამართლებრივი ანალიზი. მისამართი: იოსებიძის ქუჩა №57, I სართული. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
12:00
ჯანდაცვის სამინისტროში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სტომატოლოგიურ კაბინეტებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. მისამართი: წერეთლის 144
12:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი უსაფრთხობის საკითხებში ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 21 მარტს დაგეგმილი აქცია და მოსალოდნელი პროვოკაცია, ზუგდიდში განვითარებული მოვლენები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
“პირველ პრესკლუბში” „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 21 მარტს დაგეგმილი აქცია და მოსალოდნელი პროვოკაცია, ზუგდიდში განვითარებული მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
E1
14:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფის წევრების ვინაობას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები