„გეგუთში მომხდარ ინციდენტზე ყველა დეტალი დადგენილია“

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა გეგუთში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის თქმით, გეგუთის ციხეში მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა უკვე დაიწყო და ყველა დეტალი დადგენილია. „გეგუთის კოლონიაში დახურულ საკანში გუშინ, ღამის სამ საათზე პატიმრებს შორის კონფლიქტს პატიმრის გარდაცვალება მოჰყვა. სამმა პატიმარმა იჩხუბა. სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმით ერთი პატიმარი გარდაიცვალა. გამოძიება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყველა დეტალი დადგენილია“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები