თურქეთის მოქალაქეს არადეკლარირებული თანხა აღმოაჩნდა
თურქეთის მოქალაქეს არადეკლარირებული თანხა, კერძოდ, 17000 აშშ დოლარი და 29800 თურქული ლირა აღმოჩნდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა საბაჟო პროცედურების ფარგლებში დათვალიერებისას, თურქეთის მოქალაქე მ.ა.-ის კუთვნილ ავტომანქანაში აღმოჩნდა.
მ.ა. საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, ტერიტორიაზე 4 მარტს შემოვიდა.
პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა – 3000 ლარი.