ლომბარდებში ჩატოვებული ოქროულობა აღარ იყიდება – რას აცხადებენ ლომბარდების მფლობელები?

ლომბარდების მომხმარებელთა 40% გადახდისუუნაროა. მიუხედავად ამისა, ამ დაწესებულების მიმართ მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა – ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ დღევანდელ ნომერში წერს.
ლომბარდების მფლობელებისა და მენეჯერების განცხადებით, კლიენტების უმეტეს ნაწილს პროცენტის გადახდაც უჭირს, რის გამოც ჩაბარებული ნივთების გაყიდვა უწევთ და ზარალზე მიდიან.
„დედაქალაქში მდებარე ლომბარდების წარმომადგენლების ინფორმაციით, ოქრო გაიაფდა და თავის დროზე ძვირად დაგირავებული ნივთები მიზერულ ფასადაც არ ეყიდებათ. სალომბარდო ბიზნესში არსებული პრობლემა სავალუტო კურსს უკავშირდება. როგორც ლომბარდებში აცხადებენ, მოსახლეობა გადახდისუუნარო გახდა და არათუ ძვირფასეულობის გამოსყიდვას, პროცენტის გადახდასაც ვერ ახერხებს. როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტორი მომხმარებელს სრულიად არ უშლის ხელს, რომ აქტიური იყოს. ფინანსური პრობლემის გამო, ლომბარდებზე მიმართვიანობამ ერთბაშად მოიმატა. წლის დასაწყისიდან ლომბარდების კლიენტურა ერთბაშად გაიზარდა“,- წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები