ირმა ინაშვილი “ნაციონალებს”: მოემზადეთ!

ირმა ინაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ლოიალურად განწყობილ საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს
ჟურნალისტი ირმა ინაშვილი”ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ლოიალურად განწყობილ საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილი ქმედებები შენდობას არავისგან არ იმსახურებს. გთავაზობთ განცხადებას, რომელიც მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა: „კიდევ თუ დარჩა ქართველი, რომელსაც მუდმივად უნდა უმტკიცო და გაახსენო, რა ბოროტებას ჰქონდა ადგილი ჩვენს ქვეყანაში 2004- 2012 წლებში, არ ვიცი… კარგად ყოფილა ჩვენი ერის საქმე… მაგრამ მოკლე მეხსიერება გვაქვს, ეტყობა… ზოგიერთს ფრაგმენტები დაავიწყდა… ზოგს არც შეხებია… ზოგი შორს იყო საქართველოდან… ზოგს დღესაც ინერციით ეშინია… ზოგი გვარწმუნებს,- წარსული დაივიწყეთ და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყეთო… ეჰ, რამდენი “პროფესორია” გარშემო, წმინდა მამებს რომ უსწრებს მიტევებაში და ვერც გაუგია, მიტევებას ვინ იმსახურებს და ვინ – არა… 2 წლის წინ რომ დასჯილიყვნენ, დღეს ასეთ “გორლაზე” ვეღარ იქნებოდნენ, მაგრამ… ჩემი პასუხი ასეთია: . “ოცნებას” უმადლოდეთ, თორემ თქვენი ბუმბულიც აღარ იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში და მალე ასეც მოხდება… ასე რომ, მოემზადეთ“, – წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები