სიღნაღელები ლევან ვასაძისგან ქონების დაბრუნებას ითხოვენ

სიღნაღელები ბიზნესმენ ლევან ვასაძისგან ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტამი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემასთან საუბრისას დაზარალებულები ჰყვებიან, ცნობილი ბიზნესმენის სახელით მისივე ბიზნესპარტნიორი ბაჩანა დვალიანიძე მოქმედებდა და მათ ქონებას მის სახელზე იფორმებდა. გამოცემის ცნობით, საუბარია „სიყვარულის ქალაქის“ განახლებამდე პერიოდზე, როდესაც მოსახლეობას კერძო საკუთრებები ჩამოართვეს. ერთ-ერთი დაზარალებულის მანანა მაჭარაშვილის განცხადებით, მას 55 კვ.მ ფართობის ქონება ჩამოართვეს.
„ჩვენი ქონება გაფორმებულია ვინმე ბაჩანა დავლიანიძეზე, მაგრამ სინამდვილეში ლევან ვასაძის არის. დავლიანიძე და ვასაძე ჯგუფელები არიან, ვასაძის შამპანიურის ქარხანაში წამყვან პოზიციაზე მუშაობდა ეს ადამიანი. ჰოდა, აქ სწორედ მისი სახელით მოქმედებდა. თავად ვასაძე იმ პერიოდში უკრაინაში იყო. უთქვამს, რომ თითქოს საქმის კურსში არ იყო, რომ ძალით წაგვართვეს ქონება“, – ამბობს დაზარალებული.
მაჭარაშვილის განცხადებით, ქონების ჩამორთმევის პროცესს საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი პირადად ხელმძღვანელობდა. „ეს იყო პირადად ადეიშვილის მითითება. ამას პირდაპირ გვეუბნებოდნენ და არც მალავდნენ. ამბობენ, რომ ბიზნესმენებს აიძულებდნენ ქონების ყიდვას, მაგრამ მაშინ თუ აიძულეს, ახლა რა უშლის ხელს, რომ ეს ქონება კანონიერ მესაკუთრეებს დაგვიბრუნონ“, – ამბობს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები