გუბაზ სანიკიძე: პროკურატურამ უნდა გაარკვიოს, არის თუ არა გიორგი ბარამიძე დამნაშავე?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუბაზ სანიკიძე მთავარ პროკურატურას მიმართავს. როგორც გუბაზ სანიკიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს გია ბარამიძის საკითხი-არის თუ არა იგი დამნაშავე და გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას შს მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს.
„პარლამენტი არ არის არც პროკურატურა და არც სასამართლო. თუ გიორგი ბარამიძემ ჩაიდინა დანაშაული, კეთილი ინებოს პროკურატურამ და ამის დამამტკიცებელი საბუთები დადოს! რაც შეეხებსა მის ვიცე-სპიკერად არჩევას, წესია ასეთი, რომ ოპოზიციას ვიცე-სპიკერის ერთი პოსტი ეკუთვნის, „ნაციონალებმა“ წარმოადგინეს ბარამიძის კანდიდატურა და ჩვენ რა უნდა გვექნა? თქვენ მეუბნებით, რომ უნდა ჩაგვეგდო. კი ბატონო, მაგრამ მერე წარმოადგენდნენ სხვა კანდიდატურას, რომელიც ასევე არავის მოეწონებოდა და ისიც უნდა ჩაგვეგდო. ამის მერე „ნაციონალებს“ დასავლეთში მიეცემოდათ სასაუბრო თემა, აი, ხომ ხედავთ, ოპოზიციას ვიცე-სპიკერის პოსტს აძლევენო! კიდევ ვიმეორებ, პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს და გაარკვიოს, არის თუ არა გიორგი ბარამიძე დამნაშავე?“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები