გუბაზ სანიკიძე: ერთხელ ჩამომეძინა პარლამენტში და მივქარე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გუბაზ სანიკიძე პარლამენტში ჩაძინებისთვის პატიებას ითხოვს. ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც სანიკიძე აღნიშნავს, ძილი ბუნებრივი მოთხოვნილებაა და „მასზე მაგარ ბიჭებსაც დასძინებიათ“. მაგალითისთვის კი ვიცე-სპიკერს რომაელი გენერალ გაიუს მარიუსი მოჰყავს, რომელსაც რომის თეატრში დაეძინა. მისი თქმით, რომის თეატრში ძილი უფრო დიდი სირცხვილი იყო, ვიდრე ქართულ პარლამენტში.
„ერთხელ ჩამომეძინა პარლამენტში და მივქარე! მაპატიეთ, ან ხატზე გადამეცით! თუმცა იქ ხანდახან განსახილველად, ისეთი კანონპროექტები გამოდის, ძალიან ძნელია, არ დაგეძინოს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სჯობს, რომ მას და მისნაირებს ეძინოთ, თუმცა ეს ასე არ მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები