“იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში; სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან” – მახაშვილი

“იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში – არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მახაშვილმა განმარტა, სწორედ ეს არის ის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან.

“ეს აცლის იმ ფუნდამენტს, რომელზეც უნდა იდგეს, წესით და რიგით, ეს ორგანიზაცია. არა მხოლოდ ამ ორგანიზაციას ანგრევს ასეთი დამოკიდებულება, საერთოდ, საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო წესრიგს არღვევს და ამის შემდგომ, რუსეთის, ჩინეთის და ირანის კრიტიკა, აბსოლუტურად მორალისა და აზრისგანაა დაცლილი“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები