დღეს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ

13 ივლისს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის კი პირველ სესიაზე ინგლისური ენისა (I-XII) და იტალიური ენის (I-XII) გამოცდა მიმდინარეობს.

“პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან ისტორიის გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი.

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის რეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 83%-ზე მეტი მონაწილე.

ამ დროის მონაცემებით, გამოცდაზე დაიგვიანა ხუთმა გამოსაცდელმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები