“ყოფილმა ხელისუფლებამ რატომ ვერ შექმნა ეკონომიკა, რომელიც გარე შოკებისგან დაიცავდა ქვეყანას და მოსახლეობას?

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარდიას შეფასებით, ის, რომ საქართველო გარე შოკებისგან დაუცველია ეს უპირველეს ყოვლისა, წინა ხელისუფლების არაეფექტური მმართველობის შედეგია. ამის შესახებ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და სვამს კითხვას, “ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა, რომლებიც მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებენ,რატომ ვერ შექმნეს ეკონომიკა, რომელიც გარე შოკებისგან დაიცავდა ქვეყანას და მოსახლეობას.
“ერთი რამ მაინტერესებს, წინა ხელისუფლებას თავი რომ მოაქვს, წარმატებული ეკონომიკა შევქმენითო, რატომ ვერ შექმნეს ეკონომიკა, რომელიც გარე შოკებისგან დაიცავდა ქვეყანას და მოსახლეობას? ის, რომ ჩვენი ქვეყანა დაუცველია გარე შოკების მიმართ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ წინა ხელისუფლების არაეფექტური მმართველობის შედეგია და პასუხისმგებლობაც ჯერ მათ უნდა მოვკითხოთ, შემდეგ კი, ბუნებრივია, მიმდინარე ხელისუფლებას, რომ ამათ მაინც შექმნან მდგრადი ეკონომიკა და ძველი ხელისუფლების უნიათობა გამოასწორონ“-წერს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები