დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას ზეიმობს

დღეს, დიდმარხვის მესამე კვირიაკეს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას ზეიმობს.
მორწმუნეებს ჯვრის თაყვანისცემა უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს.
ეს დღესასწაული დიდმარხვის შუა პერიოდში აღინიშნება. მომავალ შაბათს, 21 მარტს, მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი დღეა.
დიდმარხვის შემდეგი კვირა კი წმინდა იოანე კლემაქსის, იგივე იოანე კიბისაღმწერლის სახელწოდებისაა. მან ადამიანის განწმენდისათვის და უფალთან მისასვლელად სულიერების კიბე აღწერა, ამიტომ უწოდებენ კიბისაღმწერელსაც.
წელს დიდმრხვა 23 მარტს დაიწყო და 12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები