თავდაცვის მინისტრმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ სახელმწიფო დაცვის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გამწვანების აქციაში – „დაგეგმე მომავალი“ მიიღო მონაწილეობა.
სასწავლო ცენტრის ბაზაზე ნერგები ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა დავით სუჯაშვილმა და სხვა სტუმრებმაც დარგეს.
ნერგების დარგვის პროცესში ჩაერთვნენ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებიც, რომლებმაც სიმბოლურად თითო ხე დარგეს. ღონისძიებაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა ბავშვებისთვის საჩვენებელი გამოსვლებიც მოაწყვეს.
გამწვანების აქციის დასასრულს, ოფიციალური პირები ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინიციატივით გამართული აქციის ფარგლებში, სასწავლო ცენტრის ბაზაზე 3500-მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები