დავით სანაკოევი რუსეთთან სამეკავშირეო ხელშეკრულების შესახებ საკუთარ პოზიციას შეეწირა

სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა დაუკმაყოფილებლად ცნო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა და მინისტრ დავით სანაკოევს უნდობლობა გამოუცხადა. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება განსახილველად სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს გადაეგზავნა განსახილველად.
უნდობლობისთვის ოფიციალური ვერსიაა „სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების საკითხში დინამიკის არარსებობა, ასევე დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების აწყობის საკითხში არასაკმარისი აქტიურობა“.
რეალურად კი პარტია “ედინაია ოსეტიამ“, რომელიც ე.წ. პარლამენტში უმრავლესობას ფლობს, სანაკოევს რუსეთთან სამეკავშირეო ხელშეკრულების დოკუმენტის თაობაზე პოზიცია არ აპატია. სანაკოევმა ჯერ კიდევ შეუთანხმებელი დოკუმენტის ტექსტი გაასაჯაროა, რამაც, დეპუტატების აზრით, სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის საკითხს დიდი ზიანი მიაყენა.
„უნდობლობის ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ დავით სანაკოევი თავიდანვე რუსეთთან ხელშეკრულების არსებული რედაქციის წინააღმდეგ გამოდიოდა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ღრმა ინტეგრაციას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ამ ხელშეკრულებამ ყველა პროცედურა გაიარა და ის უახლოეს დღეებში იქნება ხელმოწერილი“, – განაცხადა ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დიმიტრი ტასოევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები