საქართველო-რუსეთის ნაკრებების შერკინების ნახვა სტადიონის გარდა ვაკის პარკშიც იქნება შესაძლებელი
თბილისის მერიამ საქართველო-რუსეთის ნაკრების შერკინების სანახავად ვაკის პარკში მონიტორი დაამონტაჟდა. მერიის ინფორმაციით, 14 მარტს რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების მე-4 ტურში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მე-19 შერკინება გაიმართება. თამაშის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიისა და რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში დამონტაჟდება მონიტორი, რომლის მეშვეობითაც გულშემატკივრები პირდაპირ ეთერში შეძლებენ საქართველო-რუსეთის შერკინების ნახვას.