ლადო სადღობელაშვილი: სად არის სამართალი?

“თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი გუშინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს. პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებას ის სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“გუშინ ნაცების აქციას შემთხვევით შევეფეთე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამწუხაროა, თუმცა ფატია, რომ ავყევი ბოკერია – გაბაშვილის პროვოკაციას, ვერ მოვითმინე მათი მხრიდან წამოსული შეურაცხმყოფელი სიტყვები და საკადრისი სიტყვიერი და ფიზიკური პასუხი გავეცი. სამწუხაროდ, ამის ვიდეო მასალა რ2 არ აღმოაჩნდა! ამის შემდეგ, ბოკერიამ შემოსძახა იქვე შეკრებილ ნაციონალების ხროვას და მარტოს მომიწია დაახლოებით 15 -მდე ნაცთან ჩხუბი. ჩემდა გასაკვირად, პოლიციამ თითქოს-და შეგნებულად გამიკავა ხელები და მისცა ნაციონალებს იმის საშუალება ფიზიკურად გამსწორებოდნენ. ამის შემდეგ დამაკავეს გამათენებინეს ღამე “კპზეზე” და დღეს 100 ლარით დამაჯარიმეს. ს ა დ – ა რ ი ს – ს ა მ ა რ თ ა ლ ი???”- წერს სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები