ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს საქართველომ დაკარგა ორი ღირსეული ჯარისკაცი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-ჯერსიში ტრაგიკულად დაღუპული ორი ქართველი სამხედრო კურსანტის, სოსო მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის ოჯახებს მიუსამძიმრა.
მთავრობის მეთაური ქაშუეთის ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე დღეს მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
„დღეს საქართველომ დაკარგა ორი ღირსეული ჯარისკაცი. ისინი იყვნენ ძალიან წარჩინებული კურსანტები და სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდნენ, რათა ემსახურათ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, მათ ოჯახებს და ყველას, ვინც დამწუხრებულია დღევანდელი დღით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.