მიუსაფარი ბავშვებისათვის განკუთვნილი საჩუქრების რეალიზაციისთვის1 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ლია მარგიშვილი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია „სამარიტანს პურსე“ საქართველოში მცხოვრები ობოლი და მიუსაფარი ბავშვებისათვის უსასყიდლოდ დასარიგებლად, ყოველწლიურად აგზავნის ჰუმანიტარულ საჩუქრებს, რომლის მიღებაც და უსასყიდლოდ განაწილება ხელშეკრულების საფუძველზე ევალება საქართველოში რეგისტრირებული ააიპ „კეთილი სამარიელი საქართველოში“ თავმჯდომარეს, მერაბ ორაგველიძეს. საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დადგენილი იქნა, რომ მერაბ ორაგველიძემ ობოლი და მიუსაფარი ბავშვებისათვის დასარიგებელი ტვირთი გადასცა მოქალაქე ლია მარგიშვილს, რომელიც შემოსავლის მიღების მიზნით, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ახდენდა აღნიშნული ტვირთის რეალიზაციას სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე.
აღნიშნული ქმედებით ლია მარგიშვილმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 1-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.