რა შემთხვევაში აპირებს რაულ ხაჯიმბა “საქართველოსთან თანამშრომლობას”

„დაუშვებელია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სწავლა მიმდინარეობდეს ისეთი სახელმძღვანელოებით, რომლებშიც თავად აფხაზეთის არსებობაა უარყოფილი“, – განცხადება ამის შესახებ გალის რაიონში ვიზიტისას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, გალის რაიონის სკოლებს უკვე გადაეგზავნათ 4 000 სახელმღვანელო, რომლებიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის განათლების პროგრამის ფარგლებში არის გამოშვებული.
„ჩვენ არ ვაპირებთ მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვას. თუმცა სწავლა აფხაზეთის პროგრამის ფარგლებში უნდა მიმდინარეობდეს. ჩვენ ვაწყობთ პარტნიორულ ურთიერთობებს რუსეთთან და გვსურს ნორმალური ურთიერთობები საქართველოსთან. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო დამოუკიდებელი აფხაზეთის არსებობის ფაქტს აღიარებს“, – აცხადებს ხაჯიმბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები