ზურაბ აბაშიძე ქუთაისში სხდომის ჩაშლას უპასუხისმგებლობას უწოდებს

ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოში დღეს სხდომა ჩაიშალა, უმრავლესობამ ბოიკოტი გამოაცხადა და სხდომას არ დაესწრო. რეგისტრაცია მხოლოდ 38-მა დეპუტატმა გაიარა. აღნიშნულ სხდომაზე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე უნდა ემსჯელათ. უმცირესობის განცხადებით, ხელისუფლება აღნიშნულ სხდომას უპასუხისმგებლოდ მოეკიდა.
“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ქუთაისში სხდომის ჩაშლა უარყოფითად შეაფასა:
“ეს არის უპატივცემულობა საზოგადოების, მთლიანად სახელმწიფოსი და, ზოგადად, ეს დამოკიდებულება კიდევ ცხადყოფს, რომ ამ ხელისუფლებას არანაირი პასუხისმგებლობა და არანაირი კვალიფიკაცია არ გააჩნია. თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გააჩნდა კალიცია „ქართულ ოცნებაში“, კარგად ხვდებით, ვის შეიძლება ამაში ვგულისხმობდე, ისინი განიცდიან დეკვალიფიკაციას, რადგან რჩებიან “ქართული ოცნების” ნაწილად და, ბუნებრივია, მიჰყვებიან ამ უსამართლობას”, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები