ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი დააკავეს

საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართველი დააკავეს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული გიგა ძე ბერანძე.
წყაროს ცნობით, ბერანძის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ის ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა.
„დაკავებული ეჭვმიტანილია გალის რაიონში 2010 წელს მომხდარი ყაჩაღობის ჩადენაში და ის იძებნებოდა“, – წერს აფხაზური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები