რაულ ხაჯიმბა – ქართველებს აფხაზეთის მოქალაქეობას არავინ დააძალებს

აფხაზეთის ხელისუფლება არავისთვის აპირებს აფხაზეთის მოქალქეობის დაძალებას. ამის შესახებ აფხაზეთის რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გალის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ხელისუფლება ამხადებს კანონპროექტს, რომელიც პასპორტების გაცემის მექანიზმს დაარეგულირებს.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით პასპორტების ძალით გაცემას. გალის რაიონის მოსახლეობას დამოუკიდებლად შუძლია გადაწყვიტოს თავისი მოქალაქეობის საკითხი“, – განაცხადა ხაჯიმბამ. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს სოხუმის რეჟიმის ე.წ საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ გალის, ოჩამჩირეს და ტყვარჩელის მოსახლეობის ნაწილს პასპორტები უკანონოდ ჰქონდა მიღებული, ხოლო ამ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობა აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები