მურმან დუმბაძე: საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციას პატივს არ სცემს

დამოუკიდებელი დეპუტატი, ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციას პატივს არ სცემს. დუმბაძე მმართველი კოალიციის წევრებს მოუწოდებს, პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაში.
“ქვეყანაში არის პრობლემები და ეს არის რეალობა. სამწუხაროა, რომ შეიმჩნევა ფაქტი უმრავლესობის მხრიდან, რომ ისინი პატივს არ სცემენ სახელმწიფოს შტოებს შორის დამოკიდებულებას და კონსტიტუციას,” – განუცხადა ჟურნალისტებს დუმბაძემ.
ქუთაისში, პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე ამ დრომდე უმრავლესობის წევრები არ გამოჩენილან. რიგგარეშე სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიიღო. რიგგარეშე სხდომა 13 მარტის 12:00 საათზე იყო დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები