ნინო ბურჯანაძე დავით უსუფაშვილს შეხვდა – რაზე ისაუბრეს პარლამენტის მოქმედმა და ყოფილმა თავმჯდომარეებმა

,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, – ამის შესახებ ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში საუბრობს. როგორც ექსპერტი ინტერვიუში აღნიშნავს, შეხვედრამ ნინო ბურჯანაძესა და დავით უსუფაშვილს შორის წარმატებულად ჩაიარა. მისი თქმით, შეხვედრაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე ისაუბრეს.
“ეს იყო პასუხისმგებლობის მქონე ორი პოლიტიკოსის მშვიდი საუბარი. ეს ძალიან კარგი სიგნალია, რომ ოპონენტებმა საკუთარ თავში ის რესურსი მონახონ, რომელიც სახელმწიფოებრივი ინტერესებისკენ იქნება მიმართული. საუბარი შეეხებოდა პარლამენტის თავკაცობის ნაკლებ კომფორტულობას, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ და მეგობრულ ტონში საუბრობდნენ. მე ახლა შიკრიკის როლში ნამდვილად ვერ გამოვდგები, იქ მნიშვნელოვან თემებზეც იყო საუბარი. მაგრამ, ჩემი მხრიდან ამ თემებზე ლაპარაკი ლამაზი არ იქნება. ერთი რამ შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ორივე პოლიტიკოსი უფრო ბედნიერი იყო, რომ საჯარო სივრცეში არ ჰქონდათ საუბარი, ისინი ძალიან ლაღად და თავისუფლად საუბრობდნენ და გულწრფელობაც დავიჭირე. არც არავინ უკრიტიკებიათ და არც არავინ უქიათ. ეს იყო ორი გამოჩენილი პოლიტიკოსის ტაიმ-აუტი პოლიტიკიდან“,- აფასებს ცისკარიშვილი.
ამასთან, ექსპერტი ნინო ბურჯანაძის პარტიისა და ,,ქართული ოცნების“ დიალოგს არ გამორიცხავს. “თუმცა, ერთ საინტერესო მინიშნებას მოგცემთ, არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდეს, რაც, ჩემი აზრით, აუცილებელი წინაპირობაა სხვადასხვა დროს დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა კოჰაბიტაციისთვის. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თანაც მაშინ, როცა 2-3 წლის წინანდელი ყველა პროგნოზი რეალურად დღეს თავდაყირა დგას. ამიტომ, ნურაფერი გაგიკვირდებათ. მთავარია პოლიტიკური ძალა ორიენტირებული იყოს“,- განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები