გოცირიძე პუტინზე: ბოტოქსიაო, სახედასიებული იქნება, ჩაუცხრება და გამოჩნდება

საზოგადოებასა და პრესაში გავრცელებულ ვერსიას, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საეჭვოდ გაუჩინარება შესაძლოა, ბოტოქსის ინექციას უკავშირდებოდეს, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძეც იზიარებს. გოცირიძე შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„რა მოუვიდა პუტინს, არ ვიცი, მაგრამ იმდენი ტყუილ-მართალი ითქვა კრემლის შიდა პრობლემებზე, იმდენჯერ დამარხეს და აზეიმეს ხალხი, რომ ამაზე ცუდ პიარს ვერავინ მოიფიქრებდა. გამოჩნდება ახლა საღ-სალამათი, გაიქილიკებს აუცილებლად, რა თქმა უნდა, მარკ ტვენის სიტყვებსაც გაიხსენებს, რომ ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ოდნავ გაზვიადებულია… რაც არ უნდა თქვას, მაინც მადლობას იმსახურებს იმ სიამოვნებისათვის, რაც ამ ხანმოკლე გაუჩინარებით განაცდევინა მილიონებს. მე კი ერთი ჭკვიანი ადამიანის ვერსიას ვემხრობი: ბოტოქსიაო. სახედასიებული იქნება. ჩაუცხრება და გამოჩნდებაო“,- წერს რომან გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები