დღეისთვის საქართველოში 380 ბავშვია მსჯავრდებული

ჩვენ უნდა მივაღწიოთ შედეგს, რომ არა მხოლოდ ნაკლები ბავშვი გვყავდეს ციხეში, არამედ, როცა ისინი გამოვლენ, მათ ჰქონდეთ მომავლის პერსპექტივა -ამის შესახებ საქართველოს იუსტისციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, დღეისთვის მსჯავრდებული 380 ბავშვია, საიდანაც ციხეში მხოლოდ 60 იმყოფება.
“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. გაეროს ბავშვთა ფონდი “იუნისეფი” წარმოადგენს ანგარიშს, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვა. როგორც ვიცი, მათი შეფასება არის პოზიტიური, თუმცა რჩება ბევრი ისეთი ხარვეზი, რომელიც მომავალში უნდა გამოსწორდეს. მთავარია, რომ ჩვენი მთავრობის სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკით შედეგი უფრო სწრაფად მიიღწევა, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. რაც შეეხება მართლმსაჯულების და, ზოგადად, იუსტიციის სფეროში ამ კუთხით არსებულ ვითარებას, თუ 2007-2008 წლებში 1200 მსჯავრდებული ბავშვი გვყავდა, დღეს 380-ია და აქედან მხოლოდ 60 ბავშვი იმყოფება ციხეში, რაც არის ციფრების ძალიან მნიშვნელოვანი კლება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოში მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივ სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები