“პუტინის გაქრობით ამ მოწყობის კრემლში შეიცვლება მხოლოდ ის, რომ გაჩნდება მეორე პუტინი“

 

საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს, მწერალ გიორგი კეკელიძეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობით გახარებული საზოგადოების რეაქციის ესმის. თუმცა კეკელიძე ფიქრობს, რომ პუტინის “გაქრობით“ ამ მოწყობის კრემლში შეიცვლება მხოლოდ ის, რომ გაჩნდება მეორე პუტინი. კეკელიძის აზრით, მთავარი პრობლემა “კოლექტიურ პუტინშია“.
“ცხადად მესმის პუტინის სავარაუდო (ალბათ ნაკლებ) სიკვდილითა და ავადმყოფობით გახარებულების ( და ძნელად მესმის ვითომ ჰუმანისტების ტირადები ,,ეგეც ხომ ადამიანია და ა.შ.”), ერთი პატარა ნიუანსის გამოკლებით: პუტინის გაქრობით ამ მოწყობის კრემლში შეიცვლება მხოლოდ ის, რომ გაჩნდება მეორე პუტინი, შეიძლება უფრო სუსტი, რომელსაც მერე უფრო ძლიერი ჩაანაცვლებს და ა.შ. და ა.შ. მთავარი პრობლემა კოლექტიურ პუტინშია, ცხადიად კონკრეტული პუტინის მეთაურობით, მის დასაძლევად კი მთელ მსოფლიოს რთული გზა აქვს გასავლელი“, – წერს გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია პუტინის ავადმყოფობის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც მან ორი ქვეყნის – ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტებთან და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტთან შეხვედრა გაუფრთხილებლად გადადო. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი დიმიტრი პესკოვი ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობას უარყოფს. მისი განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი “აბსოლუტურად დამაკმაყოფილბლად”გრძნობს თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები