მერკელი მოსკოვში 9 მაისის დემონსტრაციას არ დაესწრება, ის დასავლელი ლიდერების „პროტესტს” უერთდება
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს აღნიშნავს, არ დაესწრება. ის იმ დასავლელ ლიდერებს უერთდება, რომლებმაც ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. ერთ-ერთი გერმანულენოვანი სააგენტოს ინფორმაციით, მერკელი გმობს რუსეთის ძალადობას უკრაინაში, თუმცა, ამავდროულად, აცხადებს, რომ დიალოგისთვის მუდამ მზად არის.
აღსანიშნავია, რომ 9 მაისს, „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასწრებაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმაც უარი განაცხადა.