ცოტნე გამსახურდია გიგა ბოკერიას: გაიხსენე, 19 წლის თესლი, წიხლებით რომ შესდექი ვალერია ნოვოდვორსკაიას

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია პარლამენტთან მომხდარ ჩხუბს ეხმაურება, სადაც „თავისუფალი თაობის“ წევრს ლადო სადღობელაშვილსა და უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, გიგა ბოკერიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ბოკერია საკუთარი ახალგაზრდობის პროეცირებას ახდენს, სჩანს… ჩეკისტი ბავშვებიო… ჯობს, გაიხსენო, 1992 წელს უნივერსიტეტთან 19 წლის თესლი რომ წიხლებით შესდექი ვალერია ნოვოდვორსკაიას „მხედრიონელებთან“ ერთად!“ – წერს ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლებმა მიაყენეს. დაკავებულია “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი, ლადო სადღობელაშვილი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან აქციის სხვა მონაწილეებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები