რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, “თავისუფალი თაობა“ აქციას მაინც გამართავს
რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, “თავისუფალი თაობა“ აქციას სახელწოდებით: „ნაც.მოღალატეებისათვის სიურპრიზების სერია იწყება!!!“ მაინც გამართავს. დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეები 18 საათსა და 30 წუთზე ვაკის პარკის მთავარ შესასვლელთან შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტთან “თავისუფალი თაობის” მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს პარლამენტის შენობიდან გამოსული “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი და “თავისუფალი თაობის” წევრები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კონტრაქციის წევრები – “თავისუფალი ზონისა” და “სამართლის თაობის” წევრები ჩაერთნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის, სავარაუდოდ, არის “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი.