წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში ოჯახური ძალადობის თემაზე ლექცია ჩატარდა

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში ოჯახური ძალადობის თემაზე ლექცია ჩატარდა. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლექციას ზუგდიდის რაიონული პროკურორი ლევან სალია უძღვებოდა. იგი მოზარდებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ოჯახური ძალადობის მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ესაუბრა და ამ ტიპის დანაშაულზე ინფორმაცია მიაწოდა.
მოსწავლეები ლექციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ, გამოთქვეს მოსაზრებები ოჯახური ძალადობის შესახებ და ყველა კითხვაზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხი მიიღეს. ლექციის ბოლოს მოსწავლეებს საქართველოს პროკურატურის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და ძალადობის პრევენციას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები