ლევან დარახველიძე 28-ე ბაგა-ბაღში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა

ლევან დარახველიძემ სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-III მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო 28-ე ბაგა-ბაღში გამართულ ღონისძიებაში: “მოვეფეროთ ერთმანეთს, ჩვენც დავბერდებით…”
ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ სათნოების სახლ „კათარზისის“ ბენეფიციარები. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს მოხუცებს. ქალბატონებს მიულოცეს დედის დღე, 8 მარტი და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების შემდეგ ლევან დარახველიძემ ტრადიციული შეხვედრა განაგრძო მოქალაქეებთან, მოისმინა მათი პრობლემები და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაუწია. დეპუტატმა ადგილზე მოინახულა მე-III მასივის VIII კვ. №1 კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები. ამასთანავე, ლევან დარახველიძის ბიუროს თანამშრომლებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეს, სამველ ბროიანს გადასცეს ინვალიდის ეტლი. მაჟორიტარის შუამდგომლობის შედეგად ბროიანს ასევე გაეწია ფინანსური დახმარება მედიკამენტების შესაძენად, რაც მას მუდმივად სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები