პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა – დაკავებულია 6 პირი (ვიდეო)
საქართველოს პარლამენტთან “თავისუფალი თაობის” მიმდინარე აქციაზე ინცინდენტი მოხდა. ერთმანეთს პარლამენტის შენობიდან გამოსული “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი და “თავისუფალი თაობის” წევრები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კონტრაქციის წევრები “თავიზუფალი ზონისა” და “სამართლის თაობის” წევრები ჩაერთვნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის, სავარაუდოდ, არის “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი.
პარლამენტის შესასვლელთან “თავისუფალი ზონისა” და “სამართლის თაობის” წევრების აქცია კვლავ გრძელდება და ისინი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.