ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია.
შეზღუდვა შეეხებათ, დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე: წერეთლის გამზირის, სამტრედიის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში ტრანსფორმატორის შეცვლასთან დაკავშირებით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების და ვაზისუბნის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში ახალი კაბელის მონტაჟის გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის მაცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები