ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძე მორიგ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს

“კავკასიონის სინერგია-The Caucasian Synergy” -ს პრეზიდენტი, ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძე მორიგ საქველმოქმედო პროექტს “დაჩაგრულები” ახორციელებს. ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძე ხვალ, 14:15 საათზე კინოთეატრ “რუსთაველში” 3D ანიმაციურ ფილმზე “სპანჯბობი”, იაშვილის 4 ნომერში მყოფი სოციალურად დაუცველთა ოჯახებიდან 30 მოზარდს ეპატიჟება. 16:30 საათზე კი, აღნიშნული ორგანიზაციის ოფისში, რომელიც მდებარეობს წერეთლის გამზირზე, ხოშარაულის 22 ბ16 -ში, უმასპინძლებენ ბავშვებს, უკვე ტრადიციულად, გემრიელი ტკბილეულით და სხვადასხვა ნუგბარით. აგრეთვე მოზარდებს და მათ მშობლებს ჩაუტარდებათ არტთერაპია. ხვალ ორგანიზაციის წარმომადგენლები მოზარდების თემასთან და ორგანიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებასაც გეგმავენ.
“დღემდე ორგანიზაციას დაპატიჟებული ჰყავს 6650 ოჯახი სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამედიცინო თუ კვებით პროგრამებში! ამჯერად მიმდინარეობს პროექტი: “დაჩაგრულები”, “მჭირდები”, “ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის, სადმე ერი?! ” და სხვა… სადაც ჩართულია სხვადასხვა ასაკის, მოზარდული პრობლემების გამო, განსაცდელში ჩავარდნილი, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სტუდენტები და უფროსები!“-აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ს/კოდი :404906508. ს.ტ: 597173327  likabeburidze@yahoo.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები