„ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ახლიდან დავიწყებთ ქვეყნის აშენებას, მოგვიტევეთ, ცოტა თუ დაგვაგვიანდა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. დეპუტატს ბიზნესმენებთან, კერძო მეწარმეებთან, კომპანიებთან ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების დამოკიდებულების შედარება მოჰყავს.
„დავიწყეთ……… ბიზნესმენების, კერძო მეწარმეების, კომპანიების გათავისუფლება წლების განმავლობაში დაშანტაჟების, ბიზნესის წართმევის, დაჩაგვრის, გაკოტრების და განადგურების მიზნით დარიცხული უსამართლო და პოლიტიკური ჯარიმებისაგან. იმ სანქციებისაგან, რის გამოც ბევრი მეწარმის ბიზნესი ჩამოიქცა, განვითარება შეჩერდა, სამუშაო ადგილები დაიკარგა…..”ბევრი ციხეში ჩასვეს ურჩობისთვის”. ბევრის ქონებამ ბანკებში გადაინაცვლა, უფრო მეტის ქონებამ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური „ბოსების“ პირად საკუთრებაში, მათი ნათესავების, ძმაკაცების, ახლობლების, სიდედრ-სიმამრ-ცოლისდა-ცოლისმების, კურსელების, კლასელების და ა.შ მფლობელობაში და დაგვრჩა სასოწარკვეთილი საზოგადოება, რომელსაც სიცოცხლისთვის და არსებობისთვის ყველა გზა გადაუკეტეს! ჩვენ ახლა ჩვენი მოქალაქეების ამ მძიმე ტვირთისგან გავისუფლება დავიწყეთ. ეს მართლა დიდი საქმეა, რომელიც აუცილებლად მოიტანს პოზიტიურ შედეგს – ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ახლიდან დავიწყებთ ქვეყნის აშენებას. მოგვიტევეთ, ცოტა თუ დაგვაგვიანდა!“-წერს ანი მიროტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები