რუსეთმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება გადადო

რუსეთმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან “ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ” ხელშეკრულების გაფორმება გადაავადა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულება დღეს უნდა გაფორმებულიყო, თუმცა ის გაურკვეველი ვადით გადაიდო. დოკუმენტი თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გამყარებას გულისხმობდა. “ვზგლიადის” ინფორმაციით, ცხინვალიდან ჩასული დელეგაცია შეხვედრის გადადების შესახებ ინფორმირებული არ იყო, შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური ეჭვი იმისა, რომ აღნიშნული შეხვედრა მოულოდნელად გადაიდო. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა, ურთიერთთანამშრომლობა რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ათეული წლებით გახანგრძლივდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები