გია როინიშვილი გოგი თოფაძეს აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის მიერ ნატოს მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებას მსახიობი გია როინიშვილი აკრიტიკებს. მსახიობმა სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, რომელშიც თოფაძემ ნატოსადმი პოზიცია დააფიქსირა.
როინიშვილმა გაზიარებული ბმული ასე დაასათაურა – „ნატო, სადაც არის ასეთი ადამიანები, ნამდვილად ვერ ხეირობენ“.
გაზიარებული ბმულის გამო მსახიობის ბევრი მეგობარი თოფაძეს აკრიტიკებს. მას „პივის“ გაყიდველ ვაჭარს უწოდებენ, რომელსაც ქვეყნის ინტერესები არ აინტერესებს. „მე არ მომწონს, რომ ჩვენი გეზი ნატოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგი თოფაძემ “პალიტრა ტვ”-ის გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის აზრით, ნატო არ გვიღებს, იმიტომ რომ “იცის, ამას მოჰყვება ძალიან სერიოზული პრობლემები”. “ნატოსგან ნახეირები ქვეყანა მე ჯერ არ ვიცი”, – დასძინა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები