ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირები და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
კომისიის წევრებმა, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიასა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არცევის და სოფელ მუმლაანთკარის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების შემადგენლობაში შეყვანის საკითხებზე იმსჯელეს. სხდომაზე ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სოფლებში მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გაცემის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კომისიის წევრებმა განიხილეს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა სწავლის დაფინანსებას შეეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები